11-09-2022

“დინამოს” მორიგი გამარჯვება - თბილისელებმა “სამგურალს” სძლიეს

ავტორი
ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში თბილისის "დინამომ" შინ "სამგურალი" მიიღო და ანგარიშით 3:0 იმარჯვა.
შეხვედრის მე-6 წუთზე თბილისელები ბარნს ოსეიმ დააწინაურა, მალევე თავი თორნიკე კირკიტაძემ გამოიჩინა. მატჩის მიწურულს სტანისლავ ბილენკიმ მორიგი გოლის გატანა მოახერხა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-2 ადგილს იკავებს, წყალტუბოს "სამგურალი" კი მე-3 პოზიციაზე იმყოფება.
თბილისის "დინამო" მომდევნო შეხვედრას ეროვნულ ლიგაში "გაგრას" წინააღმდეგ ჩაატარებს, გიორგი მიქაძის გუნდი კი გორის "დილას" შეხვდება.
ტეგები:
Facebook კომენტარები