• 15-11-2023
    მამარდას მორიგი აღიარება! - რომელ ადგილზეა გიორგი ტოპ 20 მეკარეს შორის
    მამარდას მორიგი აღიარება! - რომელ ადგილზეა გიორგი ტოპ 20 მეკარეს შორის

    "Transfermarkt"-მა 20 ყველაზე ძვირადღირებული მეკარის სია გამოქვეყნა, სადაც "ვალენსიისა" და საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი მოხვდა.

    გამოცემის ვერსიით, მამარდას ღირებულება 30 მილიონი ევროა და მე-13 ადგილს იკავებს.

    სათქმელია ისიც, რომ პირველი 4 მეკარის ღირებულება 45 მილიონი ევროა, მათში კი ჯალუიკი დონარუმა, მაიკ მენიო, დიოგო კოშტა და ტიბო კურტუა მოიაზრებიან.

    აღსანიშნავია, რომ ქართველი სიაში ემილიანო მარტინესზე, უნაი სიმონზე და ჯორდან პიკფორდზე წინ მოხვდა.

    Facebook კომენტარები