18-09-2022

VIDEO: გიგაურის გოლი! - “ტორპედომ” მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა

ავტორი
საქართველოს ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედომ" შინ ბათუმის "დინამო" მიიღო და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
მატჩის 27-ე წუთზე ერთადერთი გოლი მერაბ გიგაურმა გაიტანა და თავის გუნდს გმირად მოევლინა.
"ტორპედომ" ამ გამარჯვების შემდეგ ეროვნულ ლიგაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, ბათუმის "დინამო" კი პირველ ადგილზე იმყოფება, თუმცა თბილისის "დინამო" გია გეგუჩაძის გუნდს ძალიან უახლოვდება.
კახა ჩხეტიანის გუნდი მომდევნო შეხვედრას თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ ჩაატარებს, ბათუმის "დინამო" კი ბოლნისის "სიონს" ესტუმრება.
ტეგები:
Facebook კომენტარები