19-09-2022

VIDEO: მექვაბიშვილის ულამაზესი გოლით! - “დინამომ” “გაგრა” დაამარცხა

ავტორი
ეროვნული ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში "გაგრა" ნომინალური მასპინძლის სტატუსით თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი საჯარიმო დარტყმიდან 50-ე წუთზე ანრი მექვაბიშვილმა გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ 21 წლის შუახაზელმა მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში მე-4 გოლის გატანა მოახერხა.
გიორგი ჭიაბრიშვილი გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მე-2 პოზიციაზე იმყოფება, "გაგრა" კი მე-9 ადგილს იკავებს.
თბილისის "დინამო" მომდევნო შეხვედრას ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ ჩაატარებს, გაგა კირკიტაძის
გუნდი კი გორის "დილას" უმასპინძლებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები