• 22-09-2022
    5 ქართველი, რომლებმაც რუსეთის ნაკრებში თამაშზე უარი თქვეს
    5 ქართველი, რომლებმაც რუსეთის ნაკრებში თამაშზე უარი თქვეს
    Aa

    რამდენიმე დღის წინ შევიტყვეთ, რომ მოსკოვის "დინამოს" ცენტრალურმა მცველმა საბა საზანოვმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მიწვევა მიიღო და რუსეთის დროშის ქვეშ თამაშზე განაცხადა. საზანოვი უკვე ვარჯიშობს ახალგაზრდა "ჯვაროსნებში" და ეჭვი არ გვეპარება, რომ პირველი ნაკრების კარსაც მალე შეაღებს.


    ამ ამბავმა გაგვახსენა კიდევ რამდენიმე ისტორია, რომლებიც რუსების უარით გამსტუმრებელ ქართველ ფეხბურთელებს ეხებათ. მაშ ასე, გთავაზობთ 5 ყველაზე ცნობილ მოთამაშეს, რომლებმაც რუსეთის ეროვნულ გუნდში თამაშს საქართველოს ღირსების დაცვა ამჯობინეს.


    ზაზა ჯანაშია


    ჯანაშიას კარიერის პიკი მოსკოვის "ლოკომიტივში" ასპარეზობისას ჰქონდა. მოსკოველებს ის 1996 წელს შეუერთდა, მალევე დაიწყო გოლების გატანაც და რუსებმაც დაუძახეს, თუმცა იგი 1997 წელსვე ჩავიდა საქართველოში და სამშობლოზე გააკეთა არჩევანი.


    გია გრიგალავა


    გრიგალავას შემთხვევა კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან მას რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ნათამაშები (1 მატჩი). სხვათა შორის, საფეხბურთო კარიერა გიამ თავად რუსეთში დაიწყო. იგი "როსტოვის", "მოსკოვისა" და "ვოლგას" რიგებში თამაშობდა, 2011 წელს კი საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს. საერთო ჯამში, ეროვნული გუნდის მაისურით მან 33-ჯერ ითამაშა.


    საბა კვირკველია


    როცა რუსეთის ნაკრებს ლეგენდარული სპეციალისტი, ფაბიო კაპელო წვრთნიდა, გუნდის ყველაზე პრობლემური პოზიცია დაცვის ცენტრი იყო. ამის მოგვარების გზად რუსებს სწორედ კვირკველია ესახებოდათ. ახალგაზრდა უკანახაზელს სარფიანი ფინანსური შეთავაზებებითაც აცდუნებდნენ, მაგრამ საბამ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მხოლოდ საქართველოს ნაკრებში აპირებდა თამაშს. კვირკველია ურყევი გახლდათ და იგი დღესაც საქართველოს ეროვნული გუნდის კარს იცავს.


    ჯანო ანანიძე


    2007 წელი იდგა, როცა 15 წლის ანანიძე მოსკოვის "სპარტაკში" ჩავიდა და იქაურები გააგიჟა. 17 წლის ასაკში ჯანო უკვე ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა. 9 მატჩში 3 გოლის გამტანი ტალანტის გადაბირებას რუსები ყველა ხერხით ცდილობდნენ, თუმცა ოჯახსაც და ფეხბურთელსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ნახევარმცველს მშობლიური ქვეყნისთვის უნდა ეთამაშა.


    კახა ცხადაძე


    1992 წელს ცხადაძე დსთ-ს ნაკრებში თამაშობდა. ამ ქმედებით მან მოღალატის იარლიყიც აიკრა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა - ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კახამ რუსეთის ნაკრებში გამოსვლაზე უარი თქვა, დიდი ფინანსური სარგებელი არად ჩააგდო, საქართველოში ჩავიდა და ქვეყნის ეროვნულ გუნდს საკუთარი ხარჯებით ფორმაც კი უყიდა.

    Facebook კომენტარები
  • “მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს” - არველაძე “ჰალს” დაემშვიდობა
    03-10-2022
    “მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს” - არველაძე “ჰალს” დაემშვიდობა
  • VIDEO: პატარა ბიჭის რეაქცია, როცა ხვიჩა კვარაცხელიასგან საჩუქარი მიიღო
    03-10-2022
    VIDEO: პატარა ბიჭის რეაქცია, როცა ხვიჩა კვარაცხელიასგან საჩუქარი მიიღო
  • კვარაცხელიას მასწავლებელი სასიამოვნო ისტორიას იხსენებს: "ხვიჩა ბურთს მიგორებდა და იძახდა.."
    03-10-2022
    კვარაცხელიას მასწავლებელი სასიამოვნო ისტორიას იხსენებს: "ხვიჩა ბურთს მიგორებდა და იძახდა.."
  • “მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია” - ინტერვიუ ნიკა ხორხელთან
    03-10-2022
    “მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია” - ინტერვიუ ნიკა ხორხელთან
  • “მსოფლიოში საუკეთესო 9-იანი ხარ” - სუარესმა ჰალანდი შეაქო
    03-10-2022
    “მსოფლიოში საუკეთესო 9-იანი ხარ” - სუარესმა ჰალანდი შეაქო
  • დიდი დაპირისპირების მოლოდინში - რას ამბობს "აიაქსის" მწვრთნელი კვარაცხელიას შესახებ
    03-10-2022
    დიდი დაპირისპირების მოლოდინში - რას ამბობს "აიაქსის" მწვრთნელი კვარაცხელიას შესახებ
  • იქნება თუ არა კვარა “აიაქსთან” ძირითადში - “ნაპოლის” სავარაუდო XI
    03-10-2022
    იქნება თუ არა კვარა “აიაქსთან” ძირითადში - “ნაპოლის” სავარაუდო XI
  • განსხვავება ჰოლანდსა და მესის შორის - გვარდიოლას პასუხი
    03-10-2022
    განსხვავება ჰოლანდსა და მესის შორის - გვარდიოლას პასუხი
  • მეტი სიახლის ნახვა