• 22-09-2022
    კაშიას სასიამოვნო კომენტარი: "ჩაკვეტაძეს აქამდე კარგად არ ვიცნობდი"
    კაშიას სასიამოვნო კომენტარი: "ჩაკვეტაძეს აქამდე კარგად არ ვიცნობდი"
    Aa

    ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია იახლა.


    გამოცდილმა მცველმა თავისი ახალგაზრდა თანაგუნდელების, გიორგი ჩაკვეტაძისა და ლუკა ლოჩოშვილის შესახებ ილაპარაკა.


    "ჩაკვეს აქამდე კარგად არ ვიცნობდი, მხოლოდ ნაკრებში ვხედავდი. არ ვიცოდი, როგორი იყო. მასთან, როცა დავიწყე მუშაობა, მართლაც ძალიან პროფესიონალი ყოფილა. სულ სავარჯიშო დარბაზშია. ხანდახან აქვს ისეთი პერიოდები, თითქოს ჩანს, რომ არ შრომობს, მაგრამ რეალურად, ძალიან მშრომელია”


    "ფეხბურთით ცხოვრობს, უბრალოდ, ძალიან დიდი ხანი გაუცდა. დრო სჭირდება და აუცილებლად დაბრუნდება. იმედი მაქვს, მაღალ დონეზე შეძლებს თამაშს”


    "ლოჩოშვილი გამორჩეული პროფესიონალია. მისი კარიერისთვის უდიდესი ნაბიჯი გადადგა იტალიაში გადასვლით, სადაც ურთულესი თამაშები ელის. ვუყურე მის 3 მატჩს "კრემონეზეში" და ეტყობა, როგორი მონდომებულია. მე მჯერა მისი," - თქვა კაშიამ.


    შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავის "სლოვანში" თანაგუნდელები არიან.


    საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდების დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები
  • “მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს” - არველაძე “ჰალს” დაემშვიდობა
    03-10-2022
    “მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს” - არველაძე “ჰალს” დაემშვიდობა
  • VIDEO: პატარა ბიჭის რეაქცია, როცა ხვიჩა კვარაცხელიასგან საჩუქარი მიიღო
    03-10-2022
    VIDEO: პატარა ბიჭის რეაქცია, როცა ხვიჩა კვარაცხელიასგან საჩუქარი მიიღო
  • კვარაცხელიას მასწავლებელი სასიამოვნო ისტორიას იხსენებს: "ხვიჩა ბურთს მიგორებდა და იძახდა.."
    03-10-2022
    კვარაცხელიას მასწავლებელი სასიამოვნო ისტორიას იხსენებს: "ხვიჩა ბურთს მიგორებდა და იძახდა.."
  • “მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია” - ინტერვიუ ნიკა ხორხელთან
    03-10-2022
    “მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია” - ინტერვიუ ნიკა ხორხელთან
  • “მსოფლიოში საუკეთესო 9-იანი ხარ” - სუარესმა ჰალანდი შეაქო
    03-10-2022
    “მსოფლიოში საუკეთესო 9-იანი ხარ” - სუარესმა ჰალანდი შეაქო
  • დიდი დაპირისპირების მოლოდინში - რას ამბობს "აიაქსის" მწვრთნელი კვარაცხელიას შესახებ
    03-10-2022
    დიდი დაპირისპირების მოლოდინში - რას ამბობს "აიაქსის" მწვრთნელი კვარაცხელიას შესახებ
  • იქნება თუ არა კვარა “აიაქსთან” ძირითადში - “ნაპოლის” სავარაუდო XI
    03-10-2022
    იქნება თუ არა კვარა “აიაქსთან” ძირითადში - “ნაპოლის” სავარაუდო XI
  • განსხვავება ჰოლანდსა და მესის შორის - გვარდიოლას პასუხი
    03-10-2022
    განსხვავება ჰოლანდსა და მესის შორის - გვარდიოლას პასუხი
  • მეტი სიახლის ნახვა