• 22-11-2023
    ითამაშებს თუ არა ტერ შტეგენი "რაიოს" წინააღმდეგ - ახალი ცნობები
    ითამაშებს თუ არა ტერ შტეგენი "რაიოს" წინააღმდეგ - ახალი ცნობები
    ავტორი
    Aa

    ესპანელი ჟურნალისტი, ფერან მარტინესი კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

    მოგეხსენებათ, გერმანელმა კარის დარაჯმა სანაკრებო შესვენებაზე ზურგის ტრავმა მიიღო, რის გამო მან წინა ორი თამაში გამოტოვა.

    ჟურნალისტის ინფორმაციით, 31 წლის კარის დარაჯმა "ბლაუგრანას" გუნდური ვარჯიშიც გამოტოვა.

    როგორც იწერება, მისი შემდეგ მატჩში თამაში ეჭვქვეშ დგას.

    აქვე გეტყვით, რომ "ბარსას" მომდევნო დაპირისპირება 25 ნოემბერს "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ ელის.

    Facebook კომენტარები