• 25-11-2023
    "არაფერი მომხდარა!" - გვარდიოლა დარვინთან ინციდენტზე
    "არაფერი მომხდარა!" - გვარდიოლა დარვინთან ინციდენტზე
    ავტორი
    Aa

    პრემიერ ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი "ეტიჰად სთედიუმზე" გაიმართა. "მანჩესტერ სიტი" "ლივერპულს" ერლინგ ჰოლანდის გოლით მე-80 წუთამდე უგებდა, თუმცა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის შედეგიანმა დარტყმამ ტაბლოზე საყაიმო ანგარიში - 1:1 დააფიქსირა.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ერთმანეთს "სიტის" თავკაცი, პეპ გვარდიოლა და "წითლების" ურუგვაელი ცენტრფორვარდი, დარვინ ნუნიესი დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი შეკამათების გაგრძელება იურგენ კლოპმა აღარ დაუშვა, გაარიდა რა თავისი შეგირდი თავის კოლეგას. 

    რა გასაკვირია, რომ მომხდარის შესახებ გვარდიოლას კომენტარის გაკეთება სთხოვეს.

    "მომისმინეთ, არაფერი მომხდარა.

    ეს ბრწყინვალე მატჩი იყო. ამაყი ვარ, რომ 8 წლის შემდეგაც ასე ვთამაშობთ. ჩვენ თამაშის ყველა ასპექტში შესანიშნავები ვიყავით. ასეც უნდა მოიქცე, როცა გასაოცარ გუნდს უპირისპირდები. 

    შეიძლება ბოლო პასი გვაკლდა, მაგრამ მეტოქე თავს კარგად იცავდა. "ლივერპულისგან" კარში მხოლოდ ორი დარტყმის მიღება ჩვენი დაცვის კარგ თამაშზე მეტყველებს," - თქვა პეპმა.

    დარვინი-პეპის ინციდენტზე იურგენ კლოპსაც ჰკითხეს, მაგრამ გერმანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ მას რამის ახსნა არ უნდა მოსთხოვონ, რადგან კონფლიქტში ჩართული არც ყოფილა. გარდა ამისა, კლოპოს თქმით, სიტყვაც არ გაუგია.

    "სიტის" 29 ქულა აქვს და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ჯერ ინარჩუნებს პირველობას. "სქაუზერები" მანჩესტერულ გუნდს 1 ქულით ჩამორჩებიან.

    Facebook კომენტარები