• 26-11-2023
    “მინდა, რომ ილია თოფურიას მსგავსი ადამიანი ვიყო” - რამ შეცვალა ფერან ტორესის აზროვნება
    “მინდა, რომ ილია თოფურიას მსგავსი ადამიანი ვიყო” - რამ შეცვალა ფერან ტორესის აზროვნება

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” 23 წლის გარემარბი, ფერან ტორესი გასულ ზაფხულს ამერიკული ტურნეს საშუალებით მაიამიში იმყოფებოდა.

    აღნიშნული წინასასეზონო შეკრების დროს ფერანმა UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია მოინახულა, რამაც მისი თქმით თავისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა:

    “ამერიკაში დასასვენებლად ჩავედი და ილია თოფურიასა და მის გუნდს შევხვდი. ვნახე, რომ ილიას გარემოცვა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მას თავი მსოფლიოში საუკეთესოდ ეგრძნო.

    მასთან საუბრის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. აშშ-ში სხვა ფერანი ჩავიდა და სხვა ჩამოვიდა. პირველად, როდესაც ილიას ვესაუბრე, ვუთხარი, რომ მასთან შეხვედრამ გამახარა. მცირე საუბრის შემდეგ ის სავარჯიშოდ გაემართა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კვლავ ვისაუბრეთ. ილიამ მითხრა, რომ მის მომავალ მეტოქე პირველივე რაუნდში დაამარცხებდა.

    თოფურიას პასუხი ჩემთვის მოტივაციის წყარო გახდა. მე ვთქვი, რომ მინდა ილია თოფურიას მსგავსი ადამიანი ვიყო. მინდა, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე. ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი მენტალობა გაცილებით შეიცვალა”. - განაცხადა ტორესმა.

    ცნობისთვის, ილია თოფურია ესპანეთში დიდი პოპულარობით გამოირჩევა. საფეხბურთო ვარსკვლავები, მათ შორის სერხიო რამოსიც ილიასთან მეგობრობენ.

    Facebook კომენტარები