• 26-11-2023
    ვალტერ მაძარი: “კვარაცხელიასთან სამუშაოდ მეტი დრო მექნება”
    ვალტერ მაძარი: “კვარაცხელიასთან სამუშაოდ მეტი დრო მექნება”

    როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლი” სერია ა-ს მე-13 ტურის შეხვედრაში “ატალანტას” ესტუმრა და ანგარიშით 1:2 იმარჯვა.

    აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებისა და “პარტენოპეის” ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

    მატჩის შემდეგ “ნაპოლის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაძარიმ პრესკონფერენცია გამართა:

    “კვარაცხელიასთან ჩახუტება იმის მანიშნებელია, რომ გუნდთან უკვე ახლოს ვარ? ამას ვერ ვიტყვი, თუმცა გამარჯვება და მწვრთნელის ფეხბურთელებთან კარგი დამოკიხებულება ჩინებულ ურთიერთობებს აყალიბებს. მატჩის წინ ხვიჩას და პოლიტანოს ვუთხარი, რომ მეტი გრძელი პასი გაეკეთებინათ. ხვიჩას ნამდვილად გამოუვიდა, ის ჩვენთან მხოლოდ რამდენიმე დღე იყო სანაკრებო პაუზის გამო. კვარასთან სამუშაოდ მომავალში უფრო მეტი დრო მექნება”. - განაცხადა მაძარიმ.

    ცნობისთვის, “ნაპოლი” სერია ა-ში 24 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.

    Facebook კომენტარები