• 26-11-2023
    როგორია ანსუ ფატის ტრავმის სიმძიმე - ახალი ცნობები
    როგორია ანსუ ფატის ტრავმის სიმძიმე - ახალი ცნობები

    პრემიერ ლიგის მე-13 ტურში "ბრაიტონისა" და "ნოტინგემის" მატჩში კატალონიის "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი, ანსუ ფატი დაშავდა.

    მიღებული ტრავმის გამო ესპანელმა მოთამაშემ მოედანი მატჩის მე-20 წუთზე იძულებით დატოვა.

    ამ საკითხთან დაკავშირებით გამოცემა "Sport" ახალ ცნობებს ავრცელებს.

    წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურ კლუბს ანსუს მდგომარეობაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მისი ტრავმა სერიოზული ჩანს.

    როგორც იწერება, არის შანსი, რომ ესპანელმა რამდენიმე კვირა გამოტოვოს.

    აქვე გეტყვით, რომ ფატიმ ამ სეზონში "ბრაიტონის" რიგებში პრემიერ ლიგაში 2 გოლის გატანა შეძლო.

    Facebook კომენტარები