• 26-11-2023
    "გაჭირვების გამო რონალდუს მაისური თავად კალმით გავაკეთე" - ჯექსონი რთულ ბავშვობას იხსენებს
    "გაჭირვების გამო რონალდუს მაისური თავად კალმით გავაკეთე" - ჯექსონი რთულ ბავშვობას იხსენებს

    ლონდონის "ჩელსის" შემტევმა,  ნიკოლას ჯექსონმა მისი ბავშვობის რთული წლები გაიხსენა, როდესაც კროშტიანუ რონალდუსა და მადრიდის "რეალს" გულშემატკივრობდა: 

    "კრიშტიანუ რონალდუს კარიერული ზრდა მიყვარდა.” 

    "მე მას სულ ვუყურებდი, მაგრამ რთული იყო მისი თამაშების ყურება, რადგან გადახდა გვიჭირდა. ჩვენ ყველა მივდიოდით ჩემი მეგობრის სახლში მადრიდის რეალის თამაშის საყურებლად.”

    "მაისურზე, რომელიც ყოველთვის მეცვა, კრიშტიანუ რონალდუს სახელი ეწერა. ეს არ იყო ორიგინალი მაისური, რადგან ისინი ძვირია. მაგრამ მე მქონდა მაისური, რომელსაც 7-იანი და რონალდუ ეწერა კალმით. მე თავად გავაკეთე ეს ბავშვობაში“, - განაცხადა სენეგალელმა.

    Facebook კომენტარები