• 27-11-2023
    ითამაშებს თუ არა არაუხო "პორტუს" წინააღმდეგ - ახალი ცნობები
    ითამაშებს თუ არა არაუხო "პორტუს" წინააღმდეგ - ახალი ცნობები
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში კატალონიის "ბარსელონა" შინ "პორტუს" მიიღებს.

    ამ მატჩთან დაკავშირებით ჟურნალისტი გაბრიელ სანსი ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

    მისი თქმით, აღნიშნულ დაპირისპირებას კატალონიელთა მცველი, რონალდ არაუხო სასტარტო თერთმეტეულიდან დაიწყებს.

    მოგეხსენებათ, ურუგვაელმა ფეხბურთელმა ლა ლიგის გასულ თამაშში მონაწილეობა არ მიიღო, რაც ესპანელ ჟურნალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩავიმ ეს მოთამაშის დასვენების მიზნით გააკეთა.

    ცნობისთვის, "ბარსასა" და "პორტუს" მატჩი 28 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:55 საათზე გაიმართება.


    Facebook კომენტარები