• 27-11-2023
    ტალახაძე: "ფეხბურთის ყურება ხვიჩა კვარაცხელიას გამო დავიწყე"
    ტალახაძე: "ფეხბურთის ყურება ხვიჩა კვარაცხელიას გამო დავიწყე"
    Author of the article
    Aa

    მსოფლიო ძალოსნობის ცოცხალმა ლეგენდამ და ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

    როგორც ლაშა TST სპორტისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ფეხბურთის ყურება 22 წლის გარემარბმა დააწყებინა.

    "ქართველ სპორტსმენებს ყველგან ვგულშემატკივრობ. ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიას გამო ფეხბურთის ყურებაც დავიწყე, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების თამაშებს თვალს ვადევნებდი, ახლა კი სამეგობრომ "ნაპოლის" თამაშების ყურებაც დავიწყეთ.

    კვარაცხელიას პირადად არ ვიცნობ. მხოლოდ სპორტულ წარმატებებს ვულოცავთ ერთმანეთს სოციალური ქსელის საშუალებით, თუმცა ვიმედოვნებ, ერთ დღეს პირადად გავიცნობ.

    ხვიჩა უდიდესი პროფესიონალია, ამდენი წარმატების შემდეგ თავმდაბლობას არ კარგავს და ეს მისაბაძია," - თქვა საჩხერელმა ძალოსანმა.

    Facebook კომენტარები