• 18-06-2023
    "უფრო მეტი მომენტი გვქონდა, შედეგი უსამართლოა" - კვიპროსის მოთამაშეები უკმაყოფილონი არიან
    "უფრო მეტი მომენტი გვქონდა, შედეგი უსამართლოა" - კვიპროსის მოთამაშეები უკმაყოფილონი არიან

    როგორც მოგეხსენებათ, ევროპის 2024 წლის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები გასვლაზე კვიპროსს დაუპირისპირდა და მეტოქე 1:2 დაამარცხა.

    თამაშის შემდეგ, მასპინძელთა ფეხბურთელებმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთეს.

    "მოხარული ვარ, რომ კვიპროსის ნაკრების ფორმით პირველი მატჩი ჩავატარე. მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს, რომელთა გვერდითაც ვითამაშე.

    "ჩემი სურვილია მოედანზე ხშირად გავიდე და გუნდს მეტად დავეხმარო. უკეთს შედეგს ვიმსახურებდით, უფრო მეტი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი", – განაცხადა ანდერსონ კორეამ.

    მატჩთან დაკავშირებით კომენტარი ასევე იოანის პიტასმაც (კვიპროსის მხრიდან გოლის ავტორმა) გააკეთა.

    "მიმაჩნია, რომ შედეგი უსამართლოა. კიდევ ორი გოლი უნდა გაგვეტანა. საბოლოო ჯამში მთავარი შედეგია, რომელმაც გული დაგვწყვიტა.

    "შემდეგი მატჩი მნიშვნელოვანია, რადგან ნორვეგია ძლიერი გუნდია. დღეს ჩვენი დღე არ იყო, საქართველოს ნაკრების კარში ბურთი არ შედიოდა, არ გაგვიმართლა", - თქვა პიტასმა.

    Facebook კომენტარები