• 29-11-2023
    გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის დეტალები ცნობილია!
    გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის დეტალები ცნობილია!

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “უოტფროდის” ახალგაზრდა შუახაზელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ “ნორვიჩთან” შეხვედრა გამოტოვა.

    Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ჩაკვეტაძემ სანაკრებო პაუზაზე დაზიანება მიიღო, კლუბში ჩატარებული მატჩის შემდეგ კი ვარჯიში ვეღარ შეძლო. საქმე იმაშია, რომ სამედიცინო დასკვნამ საზარდულის ანთება აჩვენა.

    დაზიანება სერიოზული არ არის და გიორგი ჩაკვეტაძე ვარჯიშს კვირის ბოლომდე განაახლებს.

    ცნობისთვის, “უოტფორდს” მომდევნო შეხვედრა 2 დეკემბერს ჩემპიონშიფში “ჰალ სიტის” წინააღმდეგ ელის.

    Facebook კომენტარები