• 01-10-2022
    ესპანელი მენეჯერი: "მამარდა გრანდებს შევთავაზე, მაგრამ ამიტომ დაიწუნეს"
    ესპანელი მენეჯერი: "მამარდა გრანდებს შევთავაზე, მაგრამ ამიტომ დაიწუნეს"
    Aa

    ესპანელმა მენეჯერმა ანტონი ლოპესმა გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიაში" ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. იგი შეეხო "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასაც.


    "როდესაც გიორგის მიერ "გრანადასთან" ჩატარებული მატჩი ვნახე, ის უმალვე შევთავაზე “ატლეტიკოს”, “ბარსელონას”, “ჟირონას”, “ვილიარეალსა" და სხვებს. ყველამ მითხრა, რომ ის ქართველი იყო და უარი განმიცხადეს.


    შემდეგ "ვალენსიას" მივაკითხე. აკადემიიდან რამდენიმე პროფესიონალს გავესაუბრე. მათ დამიდასტურეს, რომ გიორგი უმაღლესი დონის მეკარე გახდებოდა და ტრანსფერზე მუშაობაც დავიწყეთ. თავიდან ის 350 ათასი ევრო ღირდა, შემდეგ ღირებულება 850 ათასამდე გაიზარდა, თუმცა ფასი მაინც იაფი იყო.


    დეკემბერში თბილისში ჩავედი. "ვალენსიას" აკადემიის წარმომადგენელს გავუმხილე, რომ "რუბინში" მეტად საინტერესო ფეხბურთელი თამაშობდა, მაგრამ პირველ გუნდზე ამ ადამიანს დიდი გავლენა არ აქვს და არც დაუჯერეს. მერე ომი დაიწყო. "ვალენსიას" კვარას უფასოდ დამატებაც შევთავაზე. არ ვიცი, ბორდალასს ვისი ყიდვა უნდოდა, მაგრამ კვლავ უარით გამისტუმრეს. ახლა ხვიჩა სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელია," - თქვა ლოპესმა.


    შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი "ვალენსიამ" 2021 წლის ზაფხულში იჯარით წაიყვანა, დეკემბერში იგი "დინამოდან" გამოისყიდა, რამდენიმე დღის წინ კი 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.


    დღეს გიორგი 20 მილიონ ევროდაა შეფასებული, ხვიჩა კვარაცხელია კი - 35 მილიონ ევროდ.



    Facebook კომენტარები