02-10-2022

“ტორპედოსა” და “დინამოს” ფრე - ეროვნულ ლიგაში სიტუაცია იძაბება

ავტორი
ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედომ" შინ თბილისის "დინამო" მიიღო, მატჩი ფრედ ანგარიშით 0:0 დასრულდა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ორივე გუნდმა არაერთი მომენტი შექმნა, თუმცა რეალიზება ვერ მოახერხეს.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-2 ადგილს იკავებს, ქუთაისის "ტორპედო" კი მე-3 ადგილზე იმყოფება.
თბილისის "დინამო" მომდევნო შეხვედრას ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ ჩაატარებს, კახა ჩხეტიანის გუნდი კი გორის "დილას" ესტუმრება.
ტეგები:
Facebook კომენტარები