• 01-12-2023
    "ნაიკი" შეიძლება ჩანაცვლდეს - "ბარსელონა" ფიქრობს
    "ნაიკი" შეიძლება ჩანაცვლდეს - "ბარსელონა" ფიქრობს
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონასა" და "ნაიკს" შორის დაძაბულობაა, - იტყობინება Sport-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.

    კლუბსა და კომპანიას შორის უკანასკნელი კონტრაქტი 2016 წელს გაფორმდა. მას შემდეგ "ბლაუგრანა" წელიწადში 155 მილიონ ევროს იღებს. სხვადასხვა ფირმასთან გასაუბრების შედეგად კატალონიელები იმ დასკვნამდე მიდიaნ, რომ ხსენებული თანხა დღევანდელი ბაზრისთვის შეუსაბამოდ დაბალია. 

    "ბარსა" კონტრაქტის გადახედვას ისურვებდა, მაგრამ "ნაიკს" 7 წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2028 წელს გასდის, თავს დაცულად აგრძნობინებს. 

    არადა, "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" თანამშრომლობით "New Balance-ია" დაინტერესებული. გაისმა "პუმას" სახელიც.

    "ბარსელონაში" იმის იმედი არ აქვთ, რომ "ნაიკთან" არსებული კონტრაქტის გაწყვეტას მოახერხებენ. მაქსიმუმი, რაც კლუბმა შეიძლება გამოადნოს, გარკვეული პირობების შეცვლაა, თუმცა არც ამის შანსია დიდი.

    Sport-ის თანახმად, კლუბში არც "ნაიკის" მოწოდებული სერვისები - დიზაინი, ხარისხი, ფეხბურთელების მომსახურეობა აკმაყოფილებთ. პრეტენზიები აქვს მეორე მხარესაც. ამერიკულ კომპანიაში ამბობენ, რომ "ბარსელონა" ხშირად აგვიანებს მარკეტინგულ გადაწყვეტილებებს და დათქმულ ვადებსაც სცდება ხოლმე.

    ცნობისთვის, "ბარსელონა" და "ნაიკი" 1998 წლიდან თანამშრომლობენ.

    Facebook კომენტარები