• 03-10-2022
    “მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია” - ინტერვიუ ნიკა ხორხელთან
    “მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია” - ინტერვიუ ნიკა ხორხელთან
    Aa

    მიმდინარე სეზონში ბოლნისის "სიონის" ახალგაზრდა ფეხბურთელი, ნიკა ხორხელი ეროვნული ლიგის გამორჩეული ფეხბურთელი გახლავთ.


    ნიკას 26 ჩატარებულ შეხვედრაში 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს.


    ახალგაზრდა ფეხბურთელი ამავდროულად საქართველოს 21-წლამდე გუნდის წევრიც გახლავთ.


    ნიკა ხორხელის ოცნება რომელიმე ტოპ გუნდში თამაში გახლავთ.


    Footballnews ახალგაზრდა ფეხბურთელს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:


    – როგორო ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფები და როგორ გრძნობ თავს?


    – თავს ფიზიკურად კარგად ვგრძნობ, მაგრამ კიდევ მაქვს მოსამატებელი ამ ასპექტში.


    – ბოლო ტურების განმავლობაში ძლიერ მეტოქეებთან მნიშვნელოვანი ქულები აიღეთ? როგორ შეაფასებდი გუნდის ფორმას?


    – თითქმის ახალი გუნდი ვართ და ვცდილობთ, მოკლე პერიოდში, მალე შეთამაშდეს გუნდი. ვფიქრობ კიდევ შეგვიძლია მომატება, რაც შეეხება ძლიერ მეტოოქეებს, ძალიან მნიშვნელოვანია ქულების აღება და ეს გამოგვდის.


    – უჩა სოსიაშვილის როგორ დაახასიათებდი და როგორი ურთიერთობა გაქვს მასთან?


    – უჩასთან მუშაობა ძალიან დამეხმარა მეც და გუნდსაც, როგორც ტაქტიკურად, ასევე ინდივიდუალურად. მასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.


    – ეროვნული ლიგის დასრულებამდე 8 ტური რჩება, მე-7 ადგილოსან "თელავთან" კი 1 ქულა გაშორებთ, რა არის "სიონის" მიზანი სეზონის ბოლოს?


    – ჩვენი კონკურენტები, "გაგრა" და "თელავი" არიან. რთული მისია გვაქვს, გვინდა პლეი-ოფს ავცდეთ და ისე დავრჩეთ ეროვნულ ლიგაში.


    – ეროვნული ლიგის დონეს როგორ შეაფასებ?


    – ეროვნული ლიგა სპეციფიურია. არ არის ადვილი აქ თამაში, ეს ჩემპიონატი, შედარებით გაძლიერდა კიდევაც, წინა წლებთან შედარებით.


    – რა იქნება შენი მთავარი მიზანი მიმდინარე სეზონში?

    – ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ "სიონს" დავეხმაროო ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში.


    – გულშემატკივრები ეროვნული ლიგის ერთ-ერთ აღმოჩენად მიგიჩნევენ რას პირდები მათ?


    – პირველ რიგში მადლობა გულშემატკივარს, მათ ვპირდები და ვეცდები მაქსიმალურად კარგი თამაში ვაჩვენო.


    – შენი ძმა ლუკა ეროვნულ ლიგაში დამაჯერებლად თამაშობს. ზოგადად ძმასთან ერთად ერთ გუნდში თამაში როგორი გრძნობაა?


    – განსაკუთრებული და იშვიათი მოვლენაა ძმების თამაში ერთად, ლუკასთან თამაში ძალიან სასიამოვნოა, ერთმანეთს კარგად ვუგებთ.


    – რამდენი წლის ასაკში და სად დაიწყე თამაში?


    – თამაში 8 წლის ასაკში საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" დავიწყე.


    – საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი წევრი ხარ, როგორ შეაფასებდი “ჯვაროსნების” სიძლიერეს?


    – ერთ-ერთი საუკეთესო ასაკობრივი ნაკრებია, ბოლო წლების განმავლობაში.


    – 2023 წელს საქართველოში სწორედ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, როგორ შეაფასებდი ამ ფაქტს და რას ელოდები ამ ტურნირიდან?


    – ძალიან მაგარი ჩემპიონატი გველოდება ნამდვილად და პირველ რიგში, ჩემი მიზანი ამ ჩემპიონატზე მოხვედრაა, ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნება მითუმეტეს ასეთ ტურნირზე.


    – რამაზ სხვანაძეს როგორ დაახასიათებდი?


    – ძალიან ძლიერი მწვრთნელია ტაქტიკურად, კარგად შეუძლია მოწინააღმდეგის სუსტი წერტილების პოვნა და მისი გამოყენება.


    – 21-წლამდე ნაკრებში დებიუტს როგორ შეაფასებ?


    – ძალიან გამიხარდა, რომ მომიწია თამაში, სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ძალიან ბევრიი რამ ვისწავლე და გამოცდილებაც მივიღე.


    – 21-წლამდე ნაკრების ბოლო ორ შეხვედრას როგორ შეაფასებ და რაში გსურთ გაქვთ მოსამატებელი?


    – ბოლო ორი თამაში წავაგეთ და ეს შეკრება ჩაგვივარდა, ყველაფერთან ერთად ხანგრძლივი წაუგებელი სერიაც შეწყდა, გუნდს დიდი პოტენციალია აქვს.


    – უკვე მეორე სეზონია პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობ, როგორ შეაფასებდი შენს გამოსვლას ამ დროის განმავლობაში?


    – ნორმალურად შევაფასებდი, ვფიქრობ კიდევ შემიძლია მომატება.


    – შენს პოზიციაზე ვინ მიგაჩნია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად და რატომ?


    – მესი და თუ რატომ ვფიქრობ, ამაზე ზედმეტია ლაპარაკი.


    – რა გაძლევს მოტივაციას?


    – პირველ რიგში, ჩემი ოჯახი რა თქმა უნდა.


    – შენი ოცნების გუნდი?


    – ოცნების გუნდი რამოდენიმეა, მაგრამ გამოვყოფ ბარსელონას.


    – რა არის შენი კარიერის მიზანი?


    – რომელიმე ტოპ ჩემპიონატის გუნდში თამაში.





     

    Facebook კომენტარები