• 05-12-2023
    ლამინე იმალი: “აუცილებლად შეგიძლიათ მიაღწიოთ მიზანს, რაზეც ოცნებობთ”
    ლამინე იმალი: “აუცილებლად შეგიძლიათ მიაღწიოთ მიზანს, რაზეც ოცნებობთ”

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” რიგებში მიმდინარე სეზონში აქტიურად გამოჩნდა 16 წლის ვარსკვლავი, ლამინე იამალი.

    ახალგაზრდა ფეხბურთელმა ერთ-ერთ მედია საშუალებასთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

    “ფეხბურთი არის ჩემი ცხოვრება და ყველაფერი ჩემთვის. ეს არის საქმე, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს. გზა გრძელია და მე გავაგრძელებ ცდას და ოცნებას. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მიაღწიოთ ყველაფერს, რაზეც ფიქრობთ და ოცნებობთ”. - განაცხადა იამალმა.

    ცნობისთვის, ლამინემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები