• 05-12-2023
    "მას თავი მაგარი ჰგონია, ხალხში შევარცხვენ" - ვოლკანოვსკიმ თოფურიაზე ისაუბრა
    "მას თავი მაგარი ჰგონია, ხალხში შევარცხვენ" - ვოლკანოვსკიმ თოფურიაზე ისაუბრა

    როგორც მოგეხსენებათ, ქვემსუბუქი წონის დივიზიონის ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი შემდეგ ბრძოლას ილია თოფურიას წინააღმდეგ გამართავს.

    აღნიშნული დაპირისპირების წინ, ავსტრალიელმა მებრძოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "მყავს მეტოქე, რომელსაც თავი მაგარი ჰგონია. მას გაკვეთილს ჩავუტარებ და ხალხში შევარცხვენ, კარგი გაგებით.

    "ილია ახლა ილუზიებშია. ფიქრობს, რომ რასაც სხვასთან აკეთებს, იგივე გამოუვა ჩემთან. 

    "საჭიროა, რომ მან სირცხვილი შეიგრძნოს და გამოფხიზლდეს", - თქვა ვოლკანოვსკიმ.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები