• 06-12-2023
    გიორგი ჩაკვეტაძე: “80%-ით უკვე დავბრუნდი”
    გიორგი ჩაკვეტაძე: “80%-ით უკვე დავბრუნდი”

    საქართველოს ნაკრებისა და “უოტფროდის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ Europop-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც თავის ძველ ტრავმასაც შეეხო:

    “რთული პერიოდი გავიარე... ტრავმის გამო, თითქმის სამი წელიწადი გამიცდა, ძალიან ხშირად, მარტოს მივარჯიშია. არადა, ძალიან რთულია, როცა ხედავ, რომ მთელი გუნდი მოედანზე ვარჯიშობს, შენ კი ისევ დარბაზში ხარ და უმეტეს დროს ტრენაჟორებთან ატარებ... საბედნიეროდ, ამ ყველაფერმა უკვე ჩაიარა, დღეს, ამაზე აღარ ვფიქრობ, დიდი ხანია ტრავმას აღარ შევუწუხებივარ და თანდათანობით, ძველ ფიზიკურ კონდიციებსაც ვიბრუნებ. ასე ვიტყვი: დაახლოებით 80%-ით, ჩაკვე  უკვე დაბრუნებულია და ყველაფერს გააკეთებს, ფორმა სრულად რომ აღიდგინოს!” - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

    ცნობისთვის, გიორგიმ მიმდინარე სეზონში “უოტფორდის” მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები