08-10-2022

“საბურთალომ” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

ავტორი
ეროვნული ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში "საბურთალომ" შინ "გაგრა" მიიღო და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.
ანგარიში მე-9 წუთზე, საბა მამაცაშვილმა გახსნა. შეხვედრის 52-ე წუთზე, თამაზ მაქაცარიამ სხვაობა გაათანაბრა.
მატჩის 83-ე წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა ულამაზესი შორეუკი დარტყმით თბილისურ გუნდს 3 ქულა მოუპოვა.
"საბურთალო" ეროვნულ ლიგაში 43 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს და მე-3 ადგილოსან "დილასთან" 3 ქულა აშორებს, გაგა კირკიტაძის გუნდი კი მე-9 ადგილზე იმყოფება.
ცნობისთვის, თემურ შალამბერიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას ეროვნულ ლიგაში ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ ჩაატარებს. "გაგრა" კი თბილისის "ლომომოტივს" დაუპირისპირდება.
ტეგები:
Facebook კომენტარები