09-10-2022

მნიშვნელოვანი 3 ქულა! - “სამგურალმა” “ლოკომოტივი” დაამარცხა

ავტორი
ეროვნული ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში "ლოკომოტივმა" შინ წყალტუბოს "სამგურალი" მიიღო და ანგარიშით 1:4 დაამარცხა.
ანგარიში 37-ე წუთზე კახა კახაბირშვილმა გახსნა, მალევე ირაკლი რუხაძემ სხვაობა გაათანაბრა, 43-ე წუთზე ნიკიტა სიმდიაბკინმა წყალტუბოელები დაწინაურდა.
მე-2 ტაიმში გოლები შალვა ბურჯანაძემ და მიხეილ ბაშალეიშვილმა გაიტანეს და "სამგურალმა" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
გიორგი მიქაძის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-4 ადგილს იკავებს, თბილისის "ლოკომოტივი" კი ბოლო პოზიციაზე იმყოფება.
ტეგები:
Facebook კომენტარები