• 11-12-2023
    "ვფიქრობ, ვდომინირებდით და "ჟირონაზე" მეტი მომენტი გვქონდა" - ჩავის კომენტარი მარცხის შემდეგ
    "ვფიქრობ, ვდომინირებდით და "ჟირონაზე" მეტი მომენტი გვქონდა" - ჩავის კომენტარი მარცხის შემდეგ
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის მე-16 ტურში კატალონიის "ბარსელონა" "ჟირონას" დაუპირისპირდა და 2:4 დამარცხდა.

    შეხვედრის შემდეგ, "ბლაუგრანას" თავკაცმა, ჩავი ერნანდესმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "მიმაჩნია, რომ ამ გზაზე უნდა გავაგრძელოთ, ეჭვი არ შეგვეპაროს და ავღელდეთ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.

    "რასაც "ჟირონა" აკეთებს, დიდი მიღწევაა. ისინი 7 ქულით გვისწრებენ. სანახაობრივები არიან, ვულოცავთ მათ.

    "ვფიქრობ, ვდომინირებდით და "ჟირონაზე" მეტი მომენტი გვქონდა, თუმცა ცუდი თამაშის გარეშე ცუდი შედეგი მივიღეთ", - თქვა ესპანელმა.

    Facebook კომენტარები