• 11-12-2023
    ოსიმენმა "ნაპოლის" ვარჯიში გამოტოვა - ფეხბურთელი აფრიკაში გაფრინდა
    ოსიმენმა "ნაპოლის" ვარჯიში გამოტოვა - ფეხბურთელი აფრიკაში გაფრინდა

    დღეს "ნაპოლიმ" ბრაგასთან მატჩის წინა ვარჯიში გამართა, სადაც ჩვენდა სასიხარულოდ გუნდს ხვიჩა კვარაცხელია მცირე გაციების შემდეგ დაუბრუნდა.

    თუმცა იტალიური მედია აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ვარჯიშზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ ოსიმენი არ გამოცხადებულა.

    როგორც იწერება, ნიგერიელი მარაკეშში გაფრინდა, რათა დღეს აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვების ცერემონიას დაესწროს.

    მედიის ინფორმაციით, ვიქტორი "ბრაგასთან" მატჩისთვის მზადყოფნაში იქნება, თუმცა რამდენად ენდობა მას ვოლტერ მაცარი ეს მეორე საკითხია.

    Facebook კომენტარები