• 14-10-2022
    არჩილ ბერიძე: “გულშემატკივრების იმედგაცრუების მესმის”
    არჩილ ბერიძე: “გულშემატკივრების იმედგაცრუების მესმის”
    Aa

    ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბათუმის "დინამო" საკმაოდ ცუდი შედეგებით გამოირჩევა.


    აჭარული გუნდის გულშემატკივრები გუნდის თამაშით უკმაყოფილოები არიან, თუმცა თავიანთ საყვარელ კლუბს გასაჭირში გვერდით უდგანან.


    ბათუმის "დინამოს" დირექტორმა, არჩილ ბერიძემ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:


    "მსურს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთო და ჩემი შეხედულება გავუზიარო დინამო ბათუმის ერთგულ გულშემატკივარს

    პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების ვინც ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით უმაყოფილო და იმედგაცრუებულია. გთხოვთ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეც იგივენაირად და რიგ შემთხვევებში უფრო მძაფრადაც განვიცდი თითოეულ წარუმატებლობას

    აქვე სიამაყით მინდა ავღნიშნო ერთი გარემოება, ჩემი და ჩემი პარტნიორების კლუბის სათავეში მოსვლის შემდეგ დინამო ბათუმის განვითარების ვექტორი საფუძვლიანად შეიცვალა და შესაბამისად იცვლება მოთხოვნებიც, ახლა დინამო ბათუმისგან მხოლოდ გამარჯვებებს და ტიტულებს ელიან, პირადად ჩემთვის სწორედ ეს არის მთავარი მონაპოვარი და მომავალი პროგრესის საწინდარი

    არაერთხელ მითქვამს და ყოველთვის და ყველგან ხაზგასმით ავღნიშნავ თუ რაოდენ დიდი წვლილი აქვს ჩვენს ზრდასა და განვითარებაში გულშემატკივარს, ამ ერთობის გარეშე რაიმე ტიპის წარმატებაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იქნებოდა

    ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე დინამო ბათუმის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მომდევნო ოთხ საშინაო შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები, სიმბოლურ ფასად, 50 თეთრად გაიყიდება. ეს გადაწყვეტილება იმათაც არის განპირობებული, რომ ფული არასოდეს ყოფილა ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის, მთავარი ჩვენი ერთიანობაა

    ვიმედოვნებთ, რომ ეს ჟესტი დადებით ეფექტს მოახდენს გულშემატკივარზე რაც დარჩენილ მატჩებში სავსე ტრიბუნებს, საოცარ ქომაგობას და დინამო ბათუმის გამარჯვებებს მოგვიტანს" - განაცხადა არჩილ ბერიძემ.


    ცნობისთვის, ბათუმის "დინამო" ეროვნულ ლიგაში მე-2 ადგილს იკავებს და პირველადგილოსან თბილისის "დინამოსთან" 2 ქულა აშორებს.

    Facebook კომენტარები