15-10-2022

“გაგრამ” თბილისის “ლოკომოტივს” სძლია

ავტორი
ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში "გაგრამ" შინ თბილისის "ლოკომოტივი" მიიღო და ანგარიშით 2:0 იმარჯვა.
პირველ ტაიმში, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე ვასილ ხოსიტაშვილმა მასპინძლები დააწინაურა, მალევე გიორგი ქობულაძემ შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.
გაგა კირკიტაძის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-9 ადგილზე იმყოფება, "ლოკომოტივი" კი ბოლო პოზიციას იკავებს.
"გაგრა" მომდევნო შეხვედრას "თელავის" წინააღმდეგ ჩაატარებს, დედაქალაქური გუნდი კი "ტორპედოს" დაუპირისპირდება.
ტეგები:
Facebook კომენტარები