• 15-12-2023
    ოსიმენს ხელფასს საგრძნობლად უზრდიან - კვარასთან კვლავ არაფერი ხდება
    ოსიმენს ხელფასს საგრძნობლად უზრდიან - კვარასთან კვლავ არაფერი ხდება

    როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ლიდერები, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი კლუბს გასული ზაფხულიდან მოყოლებული ხელფასის გაზრდას სთხოვენ.

    ფეხბურთელების წარმომადგენლებთან კლუბმა რამდენჯერმე ისაუბრა, ნიგერიელის შემთხვევაში კი ამან შედეგი გამოიღო.

    იტალიური პრესის ცნობით, ვიქტორს ხელფასი 9-10 მილიონამდე გაეზრდება, რითაც ის "პარტენოპეის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.

    აქვე შეგახსენებთ, რომ კვარა კვლავ ელოდება მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას, თუმცა ჯერ-ჯერობით ამასთან დაკავშირებით არაფერი იწერება.

    Facebook კომენტარები