17-10-2022

ბათუმის “დინამომ” გორის “დილა” დაამარცხა

ავტორი
ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამომ" შინ გორის "დილა" მიიღო და ანგარიშით 3:2 იმარჯვა.
ანგარიში მამუკა კობახიძემ გახსნა, მალევე მილან რადინმა სხვაობა 2-მდე გაზარდა, ტაიმის მიწურულს ჯოვინო ფლამარიონმა ბათუმელთა უპირატესობა კოლოსარული გახადა.
მე-2 ტაიმში თორნიკე კაპანაძემ დუბლი შეასრულა, თუმცა გორულმა გუნდმა ქულის მოპოვება მაინც ვერ მოახერხა.
გია გეგუჩაძის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-2 ადგილზე იმყოფება, გორის "დილა" კი მე-4 პოზიციას იკავებს.
ცნობისთვის, ბათუმის "დინამო" მომდევნო შეხვედრას "საბურთალოს" წინააღმდეგ ჩაატარებს, ანდრეი დემჩენკოს გუნდი კი თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.
ტეგები:
Facebook კომენტარები