20-10-2022

საქართველოს თასის 1/2 ფინალის წყვილები ცნობილია

ავტორი
დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. როგორც მოგეხსენებათ, გათამაშების ამ ეტაპზე "ლოკომოტივი 2," თბილისის "დინამო," ქუთაისის "ტორპედო" და "საბურთალო" გავიდნენ. ნახევარფინალური წყვილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
"ლოკომოტივი 2"- "საბურთალო"
"ტორპედო"- "დინამო"
მატჩები 2 ნოემბრისთვისაა ჩანიშნული. ფინალისტები ერთმატჩიანი დუელის შემდგომ გამოვლინდებიან. საქართველოს თასის მფლობელის ვინაობა 7 დეკემბერს ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" გაირკვევა.
შეგახსნებთ, რომ დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი ჩემპიონი "საბურთალოა."
ტეგები:
Facebook კომენტარები