22-10-2022

ბათუმის “დინამომ” მნიშვენლოვანი გამარჯვება მოიპოვა

ავტორი
ეროვნული ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში "საბურთალომ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:4 დამარცხდა.
ანგარიში იური ტაბატაძემ გახსნა, გიორგი ფანცულაიამ მალევე სხვაობა გაათანაბრა.
გურამ გოშთელიანმა დედაქალაქელები ხელახლა დააწინაურა, გიორგი ფანცულაიამ კი სხვაობა კვლავ აღადგინა. შეხვედრის 64-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა ბათუმელები დააწინაურა, 90-ე წუთზე კი მათე ვაწაძემ საბოლოო წერტილი დასვა.
გუა გეგუჩაძის გუნდი ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება, თუმცა თბილისის "დინამოს" მატჩი ჩასატარებელი აქვს, "საბურთალო" კი მე-6 ადგილზე იმყოფება.
ცნობისთვის, აჭარული გუნდი მომდევნო შეხვედრას "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ჩაატარებს, დედაქალაქური გუნდი კი თბილისის "დინამოს" ესტუმრება.
ტეგები:
Facebook კომენტარები