23-10-2022

საოცარი ქამბექი! - “სამგურალმა” “სიონი” დაამარცხა

ავტორი
ეროვნული ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში წყალტუბოს "სამგურალმა" შინ ბოლნისის "სიონი" მიიღო და ანგარიშით 2:1 იმარჯვა.
მატჩი საკმაოდ დრამატული გამოდგა. შეხვედრის 31-ე წუთზე, ლუკა ასათიანმა ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში ირაკლი რუხაძემ სხვაობა გაათანაბრა.
მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ირაკლი რუხაძემ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და "სამგურალს" გმირად მოევლინა.
წყალტუბოური გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-3 ადგილს იკავებს, უჩა სოსიაშვილი გუნდი კი მე-8 პოზიციაზე იმყოფება.
"სამგურალი" მომდევნო მატჩს "გაგრას" წინააღმდეგ ჩაატარებს, "სიონი" კი გორის "დილას" დაუპირისპირდება.
ტეგები:
Facebook კომენტარები