• 22-12-2023
    "მისი დანიშვნის დღიდან მივხვდი, რომ ეს დიდი შეცდომა იყო" - დე ლაურენტისი რუდი გარსიაზე
    "მისი დანიშვნის დღიდან მივხვდი, რომ ეს დიდი შეცდომა იყო" - დე ლაურენტისი რუდი გარსიაზე

    "ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან "პარტენოპეის" აწ უკვე ყოფილ მწვრთნელზე, რუდი გარსიაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი კლუბში მოყვანა შეცდომა იყო:

    "როცა გარსია კაპოდიმონტეში წარვადგინე, იმ დღესვე გავაანალიზე, რომ გუნდზე საკმარისი ინფორმაცია და წარმოდგენა არ ჰქონდა. მივხვდი, რომ მისი დანიშვნა შეცდომა იყო. ამ დროს მას წესით სპალეტის დაწყებული საქმის გაგრძელება უნდა შესძლებოდა, ეს საკმარისი იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა"

    "რატომ ვფიქრობ ასე? წესით, როცა ის ხალხს და პრესას წარვუდგინე, ამის შემდეგ თეატრალური ჟესტი უნდა გამეკეთებინა და პუბლიკისთვის მეთქვა - „თქვე ის წარგიდგინეთ, ახლა კი მას ვუშვებ“. რატომ? იმიტომ, რომ, როდესაც ვიღაც ჩამოდის და ამბობს, რომ მე არ ვიცი ნაპოლის შესახებ და არ მინახავს გუნდის მატჩი... მე ყველაფერი მაშინვე უნდა გამეგო. ამის ნაცვლად კი მას გავუღიმე"

    "საქმე იმაშია, რომ გარსიამ ეს მეორედაც გაიმეორა. კასტელ ვოლტურნოში დილიდან საღამომდე უნდა დავრჩენილიყავი", - თქვა იტალიელმა.

    Facebook კომენტარები