• 24-12-2023
    შეთავაზება გაკეთებულია - "ბარსა" შვედ ტალანტს იმატებს
    შეთავაზება გაკეთებულია - "ბარსა" შვედ ტალანტს იმატებს
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონამ" შვედურ "ალსვერსკან დიუგარდენსს" ლუკას ბერგვალის თაობაზე შეთავაზებით მიმართა, - იუწყება Relevo-ს ჟურნალისტი მატეო მორეტო.

    წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 17 წლის ნახევარმცველში 4 მილიონ ევროს იხდიან. გარდა ამისა, ბერგვალის გუნდი მიიღებს მომდევნო ტრანსფერიდან თანხის წილსაც.

    ლუკასისთვის ბრძოლაში "ბლაუგრანას" მთავარი კონკურენტი მილანის "ინტერია".

    მორეტოს შეფასებით, მომდევნო კვირებში კარგად გამოჩნდება, რამდენად რეალურია ტრანსფერის განხორციელება.

    შვედეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 25 მატჩში ბერგვალის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.


    Facebook კომენტარები