• 25-12-2023
    ცნობილია! - რას გეგმავს “ბარსელონა” მარკ გუიუსთან დაკავშირებით
    ცნობილია! - რას გეგმავს “ბარსელონა” მარკ გუიუსთან დაკავშირებით

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში უნიჭიერესი ესპანელი მოთამაშე, მარკ გუიუ გამოჩნდა.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბლაუგრანა” 17 წლის მოთამაშისთვის ახალი კონტრაქტი შეთავაზებას გეგმავს.

    საგულისხმოა, რომ გუიუს ამჟამინდელი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

    ცნობისთვის, გუიუმ მიმდინარე სეზონში “ბლაუგრანას” მაისურით ჩატარებულ 4 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

    Facebook კომენტარები