30-10-2022

თბილისის “დინამომ” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა

ავტორი
ეროვნული ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში თბილისის "დინამომ" შინ "საბურთალო" მიიღო და ანაგრიშით 3:2 იმარჯვა.
ანგარიში მე-20 წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გახსნა. მალევე სხვაობა უსმანე კამარამ გაათანაბრა.
მეორე ტაიმში უსმანე კამარამ დუბლი შეასრულა. შეხვედრის 57-ე წუთზე კი გიორგი მოისწრაფიშვილმა საბოლოო წერტილი დასვა და "დინამოს" გამარჯვება მოუპოვა.
თბილისის "დინამო" ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილს იკავებს, თემურ შალამბერიძის გუნდი კი მე-6 ადგილზე იმყოფება.
ცნობისთვის, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას საქართველოს თასზე ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ გამართავს. "საბურთალო" კი თბილისის "ლოკომოტივი 2-ს" დაუპირისპირდება.
ტეგები:
Facebook კომენტარები