30-10-2022

გორის “დილას” მნიშვნელოვანი გამარჯვება

ავტორი
ეროვნული ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში გორის "დილა" ბოლნისის "სიონს" ესტუმრა და ანგარიშით 1:2 იმარჯვა.
შეხვედრის 29-ე წუთზე ცოტნე მოსიაშვილმა ანგარიში გახსნა. ტაიმის მიწურულს ივან ფოცხვრეიამ სხვაობა გაათანაბრა.
შეხვედრის 77-ე წუთზე ონორე გომისმა გორის "დილას" 3 ქულა მოუპოვა.
"დილა" ეროვნულ ლიგაში მე-5 ადგილს იკავებს, უჩა სოსიაშვილის გუნდი კი მე-9 პოზიციაზე იმყოფება.
ცნობისთვის, ანდრეი დემჩენკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას "საბურთალოს" წინააღმდეგ ჩაატარებს, "სიონი" კი "გაგრას" დაუპირისპირდება.
ტეგები:
Facebook კომენტარები