• 28-12-2023
    მიქაუტაძე "აიაქსში" დარჩება? - მისი შანსები ამსტერდამულ გუნდში იზრდება
    მიქაუტაძე "აიაქსში" დარჩება? - მისი შანსები ამსტერდამულ გუნდში იზრდება
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძის ამსტერდამის "აიაქსიდან" შესაძლო წასვლაზე მედიაში ხშირად წერენ.

    ქართველ შემტევს ყველაზე ხშირად ყოფილ გუნდს, "მეცს", უკავშირებენ, რომლის პრეზიდენტი მისი დაბრუნების მოსურვეა.

    ამ ყველაფრის ფონზე გამოცემა "Foot Mercato" განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    როგორც იწერება, იმის შანსი, რომ მიქაუტაძე ამსტერდამელთა რიგებში დარჩეს საკმაოდ რეალურია.

    კერძოდ, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ნიდერლანდული კლუბის შემადგენლობა, სატრანსფერო ფანჯარაზე, შესაძლოა, ჩუპა აკპომმა დატოვოს, რომლის გადაბირებითაც ფრანგული "ლილია" დაინტერესებული.

    წყაროს ცნობით კი ეს გიორგისთან პირდაპირ კავშირშია, ვინაიდან ჩუპას წასვლის შემდეგ ქართველს, დიდი ალბათობით, გაზრდილი სათამაშო დრო მიეცემა.

    ასე და ამგვარად, ნამდვილად საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება მიქაუტაძის გარშემო მოვლენები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე.

    Facebook კომენტარები