02-11-2022

“ტორპედო” თასის ფინალშია - ქუთაისელებმა “დინამო” დაამარცხეს

ავტორი
საქართველოს თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 იმარჯვა.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის 56-ე წუთზე პაბლო მონტეირომ ანგარიში გახსნა, შეხვედრის 73-ე წუთზე კი მაურო კაბალოერომ საბოლოო წერტილი დასვა.
შედეგად, ქუთაისური გუნდი დავით ყიფიანის სახელობის, საქართველოს თასის ფინალში გავიდა.
ცნობისთვის, "ტორპედოს" მეტოქე ფინალურ შეხვედრაში "ლოკომოტივი 2"-სა და "საბურთალოს" შორის გამარჯვებული გუნდი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ფინალური მატჩი 6 დეკემბერს ბათუმის სტადიონზე გაიმართება.
ტეგები:
Facebook კომენტარები