• 14-01-2024
    "ნაპოლიდან" ოფიციალური განცხადება გააკეთეს - რას ამბობს დირექტორი კვარა-ოსიმენის მხარის კონფლიქტზე
    "ნაპოლიდან" ოფიციალური განცხადება გააკეთეს - რას ამბობს დირექტორი კვარა-ოსიმენის მხარის კონფლიქტზე

    როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს ერთ-ერთი აქტუალური თემა ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ინციდენტი გახდა.

    ამასთან დაკავშირებით კომენტარი "ნაპოლი" სპორტულმა დირექტორმა, მაურო მელუზომ, გააკეთა.

    "ვფიქრობ, რომ ეს გაუგებრობა მალე დასრულდება. ხვიჩა და ვიქტორი ძმებივით არიან.

    "შესაძლოა, მათ ამ საკითხზე უკვე ისაუბრეს და დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ოსიმენი აფრიკიდან დაბრუნდება, ძმებივით ჩაეხუტებიან", - თქვა მელუზომ.

    Facebook კომენტარები