05-11-2022

იმერულ დერბიზე VAR-ის სისტემა იმუშავებს

ავტორი
საქართველოს ჩემპიონატში უკვე მე-3 მატჩში VAR იმუშავებს.
აღნიშნული პროგრამა "სამგურალსა" და "ტორპედოს" შორის გასამართ, ეროვნული ლიგის 33-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას მოემსახურება. ინფორმაციას "სამგურალის" პრესსამსახური ადასტურებს.
საგულისხმოა, რომ ეროვნულ ლიგაში VAR-ის სისტემა მე-3 თამაშში იქნება, აქამდე ვიდეო კომპიუტერის სისტემა გორის "დილასა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრას და ასევე დინამოურ დერბიზე ფუნქციონირებდა.
ცნობისთვის, "სამგურალისა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრა 6 ნოემბერს 14:00 საათზე შედგება.
ტეგები:
Facebook კომენტარები