• 08-11-2022
    ცვლილებები “სიონში” - ბოლნისურ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს
    ცვლილებები “სიონში” - ბოლნისურ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს
    Aa

    ახალგაზრდა სპეციალისტმა, უჩა სოსიაშვილმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე "სიონი" დატოვა. ინფორმაცია ბოლნისური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.


    გავრცელებული ცნობებით, სოსიაშვილი გიორგი ჭელიძემ ჩაანაცვლა. ახალგაზრდა სპეციალისტი საქმეს უკვე შეუდგა.


    საგულიხმოა, რომ გიორგი ჭელიძე ბოლოს "თელავს" წვრთნიდა.


    ცნობისთვის, ბოლნისის "სიონი" უჩა სოსიაშვილს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.

    Facebook კომენტარები