09-11-2022

ვაგნერ გონსალვეში "დინამოს" შეუერთდა

ავტორი
ბრაზილიელი ფეხბურთელი, ვაგნერ გონსალვეში 2023 წლიდან თბილისის "დინამოს" მაისურით იასპარეზებს. ამის შესახებ დილით კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გვამცნო. გონსალვეში თამაშს უკვე მომდევნო წლიდან შეძლებს. მასსა და თბილისურ კლუბს შორის შეთანხმება 2024 წლამდე დაიდო.
ბრაზილიელისთვის საქართველოს ჩემპიონატში თამაში არახალია. იგი "საბურთალოს," ბათუმის "დინამოსა" და გორის " დილას ღირსებასაც იცავდა. ვაგნერმა ეს უკანასკნელი მიმდინარე წლის ზაფხულში დატოვა და მაკედონიურ "შკენდიას" შეუერთდა, სადაც 14 მატჩი გამართა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა
ტეგები:
Facebook კომენტარები