11-11-2022

თბილისის “დინამომ” და “თელავმა” ქულები გაიყვეს

ავტორი
ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში თბილისის "დინამომ" შინ "თელავი" მიიღო, მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ანგარიში 24-ე წუთზე, ულად ომარ იმრანის გოლით გაიხსნა, შეხვედრის 50-ე წუთზე კი ბექა ქავთარაძემ სხვაობა გაათანაბრა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ისტორიაში პირველად, საქართველოს ჩემპიონატში VAR-ის სისტემით გოლი გაუქმდა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილს იკავებს, "თელავი" კი მე-7 პოზიციაზე იმყოფება.
ცნობისთვის, "დინამო" მომდევნო შეხვედრას "სამგურალის" წინააღმდეგ გამართავს, გია ცეცაძის გუნდი კი გორის "დილას" დაუპირისპირდება.
ტეგები:
Facebook კომენტარები