12-11-2022

“გაგრამ” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა

ავტორი
ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში "გაგრა" ქუთაისის "ტორპედოს" ესტუმრა და ანგარიშით 0:1 იმარჯვა.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა იმერლებმა მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს.
შეხვედრის 42-ე წუთზე მათეა ცინცაძემ პენალტის რეალიზება ვერ მოახერხა. შეხვედრის 65-ე წუთზე კი თემურ შონიამ სტუმრებს 3 ქულა მოუპოვა.
აღსანიშანვია, რომ მატჩის 69-ე წუთზე VAR-მა მაურო კაბალიეროს გოლი არ ჩათვალა, რაც ეროვნული ლიგის ისტორიაში მეორედ მოხდა.
კახა ჩხეტიანის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-5 ადგილს იკავებს, "გაგრა" კი მე-7 პოზიციას იკავებს.
ცნობისთვის, "გაგრა" მომდევნო შეხვედრას ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ ჩაატარებს, "ტორპედო" კი ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები