• 13-11-2022
    “სამგურალმა” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა
    “სამგურალმა” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა
    Aa

    ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამომ" შინ წყალტუბოს "სამგურალი" მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.


    ანგარიში 26-ე წუთზე ომარ პატარკაციშვილმა გახსნა, მეორე ტაიმში გიორგი ნიქაბაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა.


    შეხვედრის მიწურულს გიორგი ძარიამ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა, თუმცა "დინამომ" ქულის მოპოვება მაინც ვერ შეძლო.


    გია გეგუჩაძის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-2 ადგილზე იმყოფება და ამ მარცხის შედეგად პირველ ადგილზე გადასვლის ძალიან კარგი შანსი გაანიავა. "სამგურალი" კი მე-3 პოზიციაზეა, წყალტუბოელების ევროტურნირებზე მოხვედრის შანსი ამ გამარჯვების შედეგად, საგრძნობლად გაიზარდა.


    ცნობისთვის, ბათუმის "დინამო" მომდევნო ტურში ქუთაისის "ტორპედოს" შეხვდება, "სამგურალი" კი თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.

    Facebook კომენტარები