13-11-2022

დაუჯერებელია! - “ნაპოლიმ” “იუვენტუსის” ბრწყინვალე რეკორდი გაიმეორა

ავტორი
ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დარჩენილმა "ნაპოლიმ" სერია ა-ს მე-15 ტურის შეხვედრაში შინ "უდინეზე" მიიღო და ანგარიშით 3:2 იმარჯვა.
აღნიშნული მატჩი ნეაპოლელთათვის ისტორიული გამოდგა. ლუჩიანო სპალეტიმ სერია ა-ს საწყის 15 შეხვედრაში 13 გამარჯვების მოპოვება მოახერხა, რაც რეკორდის გამეორებას გულისხმობს.
აქამდე მსგავსი შედეგი, მხოლოდ ტურინის "იუვენტუსს" ჰქონდა დაფიქსირებული.
"ბიანკონერიმ" მსგავსი შედეგის დაფიქსირება ოთხჯერ: 1949/50, 2005/2006, 2013/2014, 2018/2019 წლებში მოახერხა.
ცნობისთვის, "ნაპოლი" 15 ტურის შემდეგ სერია ა-ს დამაჯერებლად ლიდერობს და მე-2 ადგილოსან "ლაციოს" 11 ქულით უსწრებს, თუმცა რომაელებს ერთი შეხვედრა ჩასატარებელი აქვთ.
ტეგები:
Facebook კომენტარები