• 21-06-2023
    პარკაძე პირველ გუნდს შეკრებისთანავე შეუერთდება - სად ათამაშებენ ქართველს
    პარკაძე პირველ გუნდს შეკრებისთანავე შეუერთდება - სად ათამაშებენ ქართველს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 19-წლამდელთ ნაკრების წევრი, ლუკა პარკაძე მიუნხენის "ბაიერნმა" ჯერ კიდევ 2022 წელს შეიძინა.

    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკა ამჯერად გერმანიაშია და "ბავარიელების" დუბლებთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა რა წამსაც მთავარი გუნდი განაახლებს ვარჯიშს ქართველიც მათ შეუერთდება.

    როგორც იწერება, მთავარ გუნდთან რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ გადაწყდება პარკაძის მომავალი, დარჩება "ბაიერნში" თუ რომელიმე სხვა გუნდში იჯარის წესით გაუშვებენ.

    აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში პარკაძე მხოლოდ და მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება მოუწია.

    Facebook კომენტარები